სამართალი

ვახტანგ გომელაური: ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად, ყოველ შემთხვევაში, პანჩურებით არ გავყრით

Nusagi

აქციის მონაწილეების უფლებებს ვერ შევზღუდავთ,​ პანჩურებით ნამდვილად არ გავყრით, თუ დასაკავებელი იქნება, კულტურულად მივაბრძანებთ, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე დასმულ კითხვას.

გომელაურმა კომენტარი გააკეთა ზურაბ ჯაფარიძის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც ჯაფარიძემ აღნიშნა: „ბევრ რამეზე ვართ წამსვლელი, მათ შორის შენობების აღებაზეც,​ ეს შენობა ბიძინასი კი არ არის, იმ ხალხის არის, ვინც რუსთაველზე იყო შეკრებილი, რა პრობლემაა, რომ წიხლებით გამოყარონ, ვინც იქ არიან“.

ვახტანგ გომელაურის თქმით, აქციის მონაწილეებს უფლებებს ვერ შეუზღუდავენ და სამართალდამცველები კანონის შესაბამისად იმოქმედებენ.

„ჩვენ კანონის ფარგლებში ვიმოქმედებთ. რაც გვევალება, იმას შევასრულებთ. ვიმოქმედებთ კანონის შესაბამისად და როგორც არის წესი და კანონი, ისე მივუდგებით. პანჩურებით არ გავყრით ნამდვილად. კულტურულად მივაბრძანებთ, თუ დასაკავებელი იქნება. ჩვენთვის ახალი არ იქნება ცხელი შემოდგომები“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,030,001 ნახვა
%d bloggers like this: