პოლიტიკა

სოსო გოგაშვილი: „ქოცებო“, გავიგე მამა-მარჩენალს ცუდად შესრულებული დავალების გამო ძალიან დაუტუქსიხართ და ახლა ჩემზე გენერალურ შეტევას ამზადებთ

Nusagi

სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ციხიდან მორიგ წერილს აქვეყნებს. გოგაშვილის თქმით, ხელისუფლება მასზე „გენერალურ შეტევას“ გეგმავს და მისი დამონტაჟებული საუბრის გამოქვეყნებას აპირებს.

როგორც გოგაშვილი აცხადებს, ეს გეგმა მმართველ გუნდს არანაირ შედეგს არ მისცემს, მით უფრო, რომ „ამას მათი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები გადაფარავს“.

მან ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება კიდევ ერთხელ დააანონსა.

„ქოცებო, გავიგე მამა-მარჩენალს ცუდად შესრულებული დავალების გამო ძალიან დაუტუქსიხართ და ახლა ჩემზე გენერალურ შეტევას ამზადებთ, სადაც არსენალში ჩემი საუბრის დაჩეხვა და დამონტაჟება შეგიყვანიათ, რომელსაც გამოაქვეყნებთ. ეს ხომ უკვე დააანონსებინეთ „ვიტალი ხაზარაძეებს“: რა ალაპარაკებს და ვინ ალაპარაკებს ამას მალე გავიგებთო. ეს მეთოდი უკვე მოძველებული და გაშიფრულია. არანაირ შედეგს არ მოგცემთ. მით უფრო, ამას თქვენი უწყვეტი და ავთენტური საუბრის ჩანაწერები გადაფარავს. ისე ხომ არ ჯობია „სუკის“ ბებერი „ვოლკის“ ტაქტიკა გამოიყენოთ, გიჟად გამომაცხადოთ ან ფსიქიკურად დაავადებულად? მაგრამ შემდეგ ხომ ჩემი ციხიდან გაშვება მოგიწევთ. მოკლედ შარში ხართ.

პ.ს ახლა არ გამოდგათ „ვიტალი ხაზარაძე“ და არ ათქმევინოთ, აი, თავს იზღვევს წინასწარ და პრევენციას აკეთებსო. მარჩენალს პლუს ხუთ კაცში რომ ვიყავი და შინაური ბინძური სამზარეულოს ყველა ხერხი და მეთოდი რომ ვიცი დაგავიწყდათ?!

პ.ს. მალე: „როგორ იწრთობოდა ,,POSTV’’ სუს-ის სპეციალური დანაყოფის შექმნის ქრონიკები“. ( ვიტალი, ამ პროექტის შექმნაშიც ვიღებდი მონაწილეობას და ახლა იყუჩე)“ , – წერს სოსო გოგაშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,963 ნახვა
%d bloggers like this: