პოსტები სოციალური ქსელიდან

არასოდეს არავის დავემონებით, საშუალოზე დაბალი დონის ფუნქციონერების ჭკუის დასარიგებელი არაფერი გვჭირს – ლევან ნიკოლეიშვილი ლორა თორნტონზე

Nusagi

„მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ერი თავისუფლების მოყვარე და ღირსების მქონე ერია, ძალიან კარგად არჩევს მეგობრებს და კოლონიალისტებს. არასოდეს არავის დავემონებით, საშუალოზე დაბალი დონის ფუნქციონერების ჭკუის დასარიგებელი ნაღდად არაფერი გვჭირს“ – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოში „ენდიაის“ ყოფილი დირექტორის ლორა თორნტონის ინტერვიუს, სადაც ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უნდა გააკრიტიკო ისინი, ვისთან ყოფნასაც აპირებ.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ლორა თორნტონის ამ თეორიას თუ გავყვებით, მას არათუ პარტნიორი, არამედ მონა სჭირდება.

„ლორა თორნტონის ამ თეორიას თუ გავყვებით, მას არათუ პარტნიორი, არამედ მონა სჭირდება, რომელიც თურმე „გკვებავს“ და ამიტომ, კრიტიკა დაუშვებელია. მადლობა ღმერთს, რომ ქართველი ერი თავისუფლების მოყვარე და ღირსების მქონე ერია, ძალიან კარგად არჩევს მეგობრებს და კოლონიალისტებს. არასოდეს არავის დავემონებით და მით უმეტეს მსგავსი, საშუალოზე დაბალი დონის ფუნქციონერების ჭკუის დასარიგებელი ნაღდად არაფერი გვჭირს“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,367 ნახვა
%d bloggers like this: