Uncategorized

დასავლეთის ლიდერების მასობრივი კრიტიკა, ბრალდებები, არ ვფიქრობ, რომ ჭკვიანურია – ლორა თორნტონი

ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ყოფილი დირექტორი, გერმანიის მარშალის ფონდის ხელმძღვანელი ლორა თორნტონი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში საუბრობს და ამბობს, რომ დასავლელი ლიდერების კრიტიკა და ბრალდებები ჭკვიანური არ არის. 

„სულ უფრო და უფრო რთული ხდება ჩემთვის და სხვა იმ ადამიანებისთვის, ვისაც საქართველოს დემოკრატიაზე გული შესტკივა, რომ მათ {საქართველოს მთავრობას} ამ ეჭვების მიუხედავად, მათ დავუჯეროთ.

დასავლეთის ლიდერების მასობრივი კრიტიკა, რუსეთთან დაკავშირებული საკითხების გამო „თითის წვერებზე სიარული“, ბრალდებები, რომ რადგან სხვები რუსეთის წინააღმდეგ მტკიცე წინააღმდეგობას გამოხატავენ, ეს, როგორღაც, საქართველოს ომში ითრევს – არ ვფიქრობ, რომ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ჭკვიანურია. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობა თუნდაც შეკითხვებს უნდა სვამდეს ამ თემებთან დაკავშირებით. ვიმეორებ, ძალიან ნათელი უნდა იყოს როგორია მათი პოზიცია. ფაქტი, რომ არსებობს თუნდაც ეჭვები იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არიან ისინი რუსეთის მომხრეები, ძალიან ხელის შემშლელია.

სამართლიანობისთვის უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს მთავრობა ყოველთვის ამბობდა, რომ ისინი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეები არიან და ეს ისევ არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულება. მაგრამ, რატომ აყენებენ ჩრდილს ამას? რატომ აკრიტიკებენ დასავლელ მეგობრებს და მოკავშირეებს? რატომ არ არიან გაბედულები, როდესაც რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებულ კითხვებზე უწევთ პასუხის გაცემა? მოკავშირეებისთვის ეს მხოლოდ ართულებს საქართველოს მხარდაჭერას“, – აცხადებს ლორა თორნტონი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,648,032 ნახვა
%d bloggers like this: