პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრი ნუგზარ სერგია აცხადებს, რომ მეგრული ენის გადასარჩენად, საჭიროა სამეგრელოს ავტონომია და სამართალწარმოების მეგრულ ენაზე წარმართვა.
„სრული სისულელეა მეგრული ენის შენარჩუნებაზე ფიქრი, მითუმეტეს, მის განვითარებაზე, თუ ენის გამოყენების საჭიროება არ არსებობს.
უფრო მეტიც, გამოყენების აუცილებლობა.
თავს ნუ მოვიტყუებთ.
თუ მეგრული ენის გადარჩენა გვინდა, ის სამეგრელოში ოფიციალურ ენად უნდა გამოცხადდეს და სამართლის წარმოება ადგილობრივ დონეზე მეგრულად უნდა წარიმართოს.
ამ ყველაფერს კი, არც მეტი , არც ნაკლები, ავტონომია სჭირდება.
რისი მიღწევაც სამეგრელოს მოსახლეობის და ქართული ხელისუფლების ორმხრივი სურვილის შემთხვევაში, სრულიად მარტივია“,-აცხადებს ნუგზარ სერგია.
Facebook Comments Box