პოლიტიკა

ლონდონის მერი მოსახლეობას ზამთარში მოსალოდნელ შიმშილსა და სიცივეზე აფრთხილებს

Nusagi

მომავალ ზამთარში ბრიტანეთის მილიონობით მოქალაქეს კომუნალური გადასახადებისა და საკვები პროდუქტების პრობლემა შეექმნება. ამის შესახებ ლონდონის მერმა სადიკ ხანმა ტვიტერზე დაწერა.

მისი თქმით, ამ დრომდე ქვეყანას მსგავსი არაფრი ახსოვს – და ხელისუფლებამ უნდა მიიღოს ზომები, რომ ხალხმა ელემენტარული მოთხოვნების დაკმაყოფილება შეძლოს.

„მილიონობით ადამიანს არ ექნება არჩევანის საშუალება საკვებსა და გათბობას შორის. სამწუხაროდ, მათ არცერთი არ ექნებათ“,-დაწერა ხანმა და აღნიშნა, რომ არ შეიძლება ამის დაშვება.

თავის ტვიტს ლონდონის მერმა მიამაგრა ბლუმბერგის ილუსტრაცია, რომელიც ელექტროენერგიის ფასის ზრდას ასახავს. სააგენტოს მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების თანახმად, ელექტროენერგიის ღირებულება წინანდელ პროგნოზებს გადააჭარბებს. კერძოდ, 8 ივლისის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ელექტროენერგიის ფასმა მეგავატ-სთ-ზე 197,9 გირვანქა სტერლინგს მიაღწია.

ეროვნული სტატისტიკური სამსახურის მონაცემებით, წლიურმა ინფლაციამ ბრიტანეთში 1982 წლის შემდეგ, პირველად, 10%-ს მიაღწია. ინფლაციის რეკორდულ ზრდას სტატისტიკის ცენტრი მაისშიც პროგნოზირებდა. 

ქვეყანაში 500 ათასზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესი გაკოტრების პირას არის ხარჯების რეკორდული ზრდის გამო. ბრიტანეთის მცირე ბიზნესის ფედერაციის ხელმძღვანელმა მაგალითად რამდენიმე სასტუმრო მოიყვანა, რომელთა დანახარჯები უკვე 500%-ით არის გაზრდილი. 

სოციოლოგიური კვლევის შედეგად გაირკვა, რომ დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის 43% ცდილობს, შეამციროს ხარჯები, რათა შეძლოს ელექტროენერგიის საფასურის გადახდა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,133 ნახვა
%d bloggers like this: