უცხოური მედია

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბში აფეთქება მოხდა – ჩუბაროვი

Nusagi

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლის შავი ზღვის ფლოტის შტაბში აფეთქება მოხდა. ამის შესახებ „უკრინფორმი“ იუწყება. 

როგორც ყირიმელი თათრების მეჯლისის ხელმძღვანელმა რეფატ ჩუბაროვმა განაცხადა, შტაბზე შეტევა უპილოტო საფრენმა აპარატმა განახორციელა.

„დილის 8.20 საათზე რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბში ძლიერი აფეთქება მოხდა“, – განაცხადა ჩუბაროვმა.

მისი ინფორმაციით, უპილოტო საფრენი აპარატი შენობის სახურავს შეეჯახა.

სევასტოპოლის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხეილ რაზვოჟაევმა, ასევე, დაადასტურა, რომ შტაბის შენობის სახურავს უპილოტო აპარატი დაეცა.

„აპარატს ესროდნენ, მაგრამ ვერ ჩამოაგდეს. საკმაოდ დაბალ სიმაღლეზე მოფრინავდა. შენობას დაეცა. მსხვერპლი  არ არის“, – განაცხადა სევასტოპოლის ადმინისტრაციის უფროსმა.

სევასტოპოლში აფეთქებების ხმა 19 აგვისტოსაც გაისმა. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, რუსეთის ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებმა რამდენიმე მიზანი ჩამოაგდეს. აფეთქებების ხმა 18 აგვისტოს ქალაქ ქერჩის მახლობლადაც ისმოდა. ქერჩის მოსახლეობამ ზღვის მხრიდან მოფრენილი რაკეტები და ცაში აფეთქებები დაინახა. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,836 ნახვა
%d bloggers like this: