Uncategorized

ყოველი თვის 20 რიცხვიდან, 10 დღით ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტები გაიხსნა

Nusagi

თითქმის სამწლიანი შეზღუდვის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით ე.წ. გადასასვლელი პუნქტები ნაწილობრივ გაიხსნა.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელის განცხადებით, „უკანონო შეზღუდვების“ შემსუბუქების რეჟიმი წლის ბოლომდეა ძალაში. მოსახლეობა გადადგილებას კონკრეტულ რიცხვებში დროის კონკრეტულ მონაკვეთში შეძლებს.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას მიეცემათ საშუალება, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდეს. მოინახულონ საკუთარი ოჯახის წევრები და ახლობლები, მიიღონ სამედიცინო დახმარება, ვისაც როგორ სჭირდება. ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულები საკუთარ სახლ-კარს მიხედავს და იქ დარჩენილებს მიხედავს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ბუნებრივია, ეს არის საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ერგნეთის ფორმატის შეხვედრების შედეგი. ეს ასევე იყო პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირება და როგორც ჩანს, მან ეს დაპირება შეასრულა. ძალიან კარგია, თუკი მსგავსი ნაბიჯები სამომავლოდ მოსახლეობის სასიკეთოდ გადაიდგმება, ეს ყველა მხარისთვის კარგი იქნება. ჩემი ინფორმაციით, წლის ბოლომდე, ყოველი თვის ბოლოს – 10 დღის განმავლობაში იქნება გახსნილი“, – განაცხადა ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,623,548 ნახვა
%d bloggers like this: