საზოგადოება

ბორჯომში ხანძარს 250-მდე მეხანძრე და სამი ვეტმფრენი აქრობს

Nusagi

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ბორჯომში, ხანძრის ქრობის პროცესისთვის მობილიზებულია 250-მდე მეხანძრე მაშველი და სამი ვერტმფრენი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი აცხადებს, რომ ხანძრის ქრობის პროცესს კლიმატური პირობები ართულებს, ასევე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის  სამი ვერტმფრენი, რომლებიც ძლიერი ქარის ჩადგომისთანავე განაახლებს ხანძრის ქრობის სამუშაოებს.

„ბორჯომის მუნიციპალიტეტში ტყის ხანძრის ქრობას ართულებს  კლიმატური პირობები.  ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სასაზღვრო პოლიციის  სამი ვერტმფრენი, რომელიც ძლიერი ქარის ჩადგომისთანავე განაახლებს ხანძრის ქრობის სამუშაოებს. გაზრდილია ასევე მეხანძრე მაშველთა რიცხოვნობა და 250-მდე მეხანძრე მაშველის მობილიზება ხდება. ასევე ადგილზე გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და ვმუშაობთ ხანძრის ჩასაქრობად”, – განაცხადა დავით სუხიშვილმა.

ადგილზე ხანძრის ქრობის სამუშაოებს კოორდინაციას უწევენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი – თემურ მღებრიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,422 ნახვა
%d bloggers like this: