პოსტები სოციალური ქსელიდან

თამარ ჩერგოლეიშვილი: ყველა პარტიის უვარგისობა/ვარგისიანობა გაიზომება იმით, რამდენად შეუძლიათ წნეხის შექმნა ქუჩაში

Nusagi

ამ ქვეყანას არაფერი ეშველება, სანამ ივანიშვილის ანტიდასავლური რეჟიმი შინაარსით პროდასავლური ხელისუფლებით არ შეიცვლება. ეს ვერ მოხდება ქუჩიდან წნეხის გარეშე. ეს ვერ მოხდება მანამდე, სანამ არჩევნებს რეჟიმის ადმინისტრაცია ატარებს, – ამის შესახებ „ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, ქუჩიდან წნეხი იმისთვისაა საჭირო, რომ შემდეგი არჩევნები დროებითმა ადმინისტრაციამ დემოკრატიულად ჩაატაროს.

„პარტიების ძალა და ფასი გაიზომება ქუჩაში.
ყველა პარტიის უვარგისობა/ვარგისიანობა გაიზომება იმით, რამდენად შეუძლიათ წნეხის შექმნა ქუჩაში.
ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენი ამომრჩეველი გააქტიურდეს, ჩვენს შეთავაზებულ გზაში საკუთარი უკეთესი მომავალი დაინახოს და ქუჩაში გვერდში დაგვიდგეს.
ამას ვაკეთებთ მეთოდურად და ჯიუტად 1 წელია.
ვაგებინებთ ადამიანებს ჩვენ რა გვინდა და ვისაც იგივე უნდა, გვერდში გვიდგებიან.
იგივე უნდა ქნან, თუ თავი აქვთ, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა.
მე არ ვარ დარწმუნებული, რომ პოლიტიკური პარტიების უდიდეს უმრავლესობას მოქალაქეების მოტივაცია ფულის და რომელიმე საჯარო უწყებაში დაპირებული სამსახურის გარეშე შეუძლია.
მაგრამ, თუ ეგ არ შეუძლიათ, მაშინ არც პოლიტიკაში ესაქმებათ.
მოკლედ, ოპოზიციური სპექტრის ამოცანა დღეს მისი დღის წესრიგის მხარდამჭერი ადამიანების ენერგიის შექმნაა ქუჩაში.
ვინც ამას ვერ შეძლებს, რეჟიმის შეცვლასაც ვერ შეძლებს“, – წერს ჩერგოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,007 ნახვა
%d bloggers like this: