Uncategorized

თურქეთში კიდევ ერთი მასშტაბური ავარია მოხდა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა

Nusagi

თურქეთში ავარიის შედეგად 16 ადამიანი დაიღუპა, 29 კი დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევა მარდინის პროვინციაში მოხდა.

გავრცელებული ცნობით, ბენზინგასამართ სადგურთან სატვირთო მანქანა მსუბუქ ავტომობილებს დაეჯახა და ამოტრიალდა. მოგვიანებით, საპირისპირო გზიდან მომავალი სატვირთო ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების მანქანას და შეკრებილ ხალხს დაეჯახა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

მანამდე ავარია თურქეთის ქალაქ გაზიანთეფშიც მოხდა, რასაც ასევე 16 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,077 ნახვა
%d bloggers like this: