ქალი და მამაკაცი

ნეკა დოროყაშვილის მიმართ არანაირი ემპათია არ მაქვს, ახლა დამტკვირეთ და შემხარით

“ევროპელი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა გამყრელიძე სოციალურ ქსელში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისა და მისი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის კონფლიქტს ეხმაურება.

“პოსტი, რომლის გამო ქალთა უფლებების დამცველებისგან აუტოდაფე არ ამცდება.
არანაირი ემპატია დოროყაშვილის მიმართ არ მაქვს. მე, ორი ქალიშვილის მამას, არ მაქვს ემპატია მსგავსი ადამიანების მიმართ. ახლა ავხსნი რატომაც.

არ მესმის რატომ უნდა იტანო წლების განმავლობაში ბულინგი, ცემა და შეურაცხყოფა ? თან ისე მოიქცე, რომ ვერავინ შეატყოს რა ხდება თქვენს თავს ?

ეშინოდა ქმრის ? მისი ქმარი არც კრიმინალი, არც დეკლასირებული ნარკომანი და არც ფსიქიურად დაავადებულია. ასეთი უბრალოდ ვერ ითამაშებდა ჩოგბურთს, მითუმეტეს ამ დონეზე.

ეშინოდა საზოგადოების რეაქციის ? რომელი საზოგადოების ? ფრიად წარმატებულის და ლიბერალური შეხედულებების მქონესი, რომელშიც ასეთ ვარსკვლავურ წყვილებს უწევთ ტრიალი ? ვინ გაკიცხავდა, ან ღირს კი ვიღაცის გაკიცხვად ცემის ატანა ?

ფეისბუკზე გავიცანი გოგონა, რომელიც მისმა ქმარმა მოიტაცა და ოჯახმა აღარ დაიბრუნა მონატაცები შვილი. რამდენჯერმე გაექცა ქმარს, რომელიც აბულინგებდა და ბოლოს თბილისში დასახლდა. სასამართლოც მოუგო ქმარს. მარტოხელა დედა ზრდის შვილს და თანაც საკმაოდ მძიმე შრომასაც იტანს, რომ საყვარელი შვილი გაზარდოს. ეს გოგო რეგიონში ცხოვრობდა სადაც მარტოხელა ქალი უკვე სტიგმით ცხოვრობს. მაინც არ შეშინდა. წარმატებულ და ოჯახისაგან მხარდაჭერილ დოროყაშვილს როსი შეეშინდა ?

და ბოლოს, არ მაქვს ემპატია რადგან ორი ქალიშვილი მყავს. ვიცი როგორც გავზარდე და მათი გულისთვის მთებს გადავდგამ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ნებისმიერ ბულინგზე უჩემოდაც გასცემენ ჩემზე მწარე პასუხს. ყველა ერთნაირი არ არისო მიპასუხებთ. კი. ასეა. მაგრამ ოჯახი მაინც სად იყო ის რვა წელი ???

ჩვენი საზოგადოება, რომ განუვითარებელი და შუა საუკუნეებშია ჩარჩენილი, ამას არ უარვყოფ. მამაკაცების (თუ ქვიათ მათ კაცები ?) ძალადობაც უდიდესი პრობლემაა, მაგრამ მე ამ კონკრეტულ შემთხვევაზე მაქვს ჩემი ასეთი მოსაზრება.

ახლა დამტკვირეთ და შემხარით ” – წერს მამუკა გამყრელიძე.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,408,671 ნახვა
%d bloggers like this: