უცხოური მედია

? მოსკოვში რუსი პროპაგანდისტის შვილი მანქანაში ააფეთქეს

Nusagi

მოსკოვის ოლქში ფილოსოფოს ალექსანდრ დუგინის მანქანა ააფეთქეს, რომელშიც მისი შვილი დარია დუგინა იმყოფებოდა

დუგინის თანამოაზრე პეტრო ლუნდსტერის განცხადებით, აფეთქების მომწყობი პირები ფიქრობდნენ, რომ მანქანაში დუგინა მამამისთან ერთად უნდა ყოფილიყო. ისინი რუსული პროპაგანდისტული ფესტივალიდან დაბრუნებას ერთად აპირებდნენ.

აფეთქება მანქანაში დამონტაჟებულმა ასაფეთქებელმა მოწყობილობამ გამოიწვია.

29 წლის დარია, ისევე როგორც მამამისი, ჟურნალისტიკით იყო დაკავებული. იგი მართავდა „ტელეგრამის“ არხს, რომელიც ევროპული პოლიტიკის დისკრედიტაციას ეძღვნებოდა. გარდა ამისა, ორივე მათგანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს მხარს უჭერდა.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,404 ნახვა
%d bloggers like this: