პოსტები სოციალური ქსელიდან

თენგო გოგოტიშვილი: ეს ტერაქტი პუტინს საბაბს მისცემს კიევის დასაბომბად

Nusagi

.

ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ის დარია დუგინას აფეთქებას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, ეს თავად პუტინს სჭირდებოდა უკრაინაში თავისი სისასტიკის გასამართლებლად.

„ემოციის გარეშე.

ფაქტი #1: შევხედოთ კალენდარს – 3 დღეში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეა.

ფაქტი#2: ქვეყნისა, სადაც ნაბიჯ-ნაბიჯ სამარდება პუტინი და მისი რუსკი მირი, რომლის იდეის ავტორიც ალექსანდრე დუგინია.

ფაქტი#3: გუშინ ხრეშჩატიკზე გამოყარეს მათი სამხედრო აღლუმი… რომლისთვისაც ემზადებოდნენ (სამხედროებს სააღლუმე ფორმები ჰქონდათ თან კიევზე შეტევისას) და რომელსაც ვეღარასდროს ჩაიბარებენ.

ფაქტი#4: დარია დუგინას აფეთქებისას პირველი ლოგიკური ემოცია არის ხელის გაშვერა უკრაინისკენ.

ფაქტი #5: უკრაინაში ნამდვილად რთულად იპოვნით ადამიანს, ვისაც ეს ამბავი ეწყინება – მედია ამას კი მოწმობს.

მაგრამ…

ფაქტი #6: სჭირდება თუ არა პუტინს საბაბი, რომ გაამართლოს საკუთარი სისასტიკე უკრაინაში, უკვე ჩადენილი და კიდევ ჩასადენი?

– სჭირდება.

ფაქტი #7: უკრაინაში სისასტიკის საუკეთესო გამართლება იქნებოდა თუ არა ღრუსეთის მიწაზე ჩადენილი და უკრაინელებისთვის მიწერილი სისასტიკე?

– იქნებოდა.

ფაქტი #8: როდესაც ქსენია სობჩაკისნაირი ვითომ ლიბერალები კითხულობენ, ” ა დეტეი ზა ჩტო”, უკვე ნიშნავს, რომ დარია დუგინა განიხილება მხოლოდ მამამისის შვილად და არა ფაშიზმის ჩვეულებრივ იდეოლოგად და რუსკი მირის საზოგადოებრივი აზრის ლიდერად, რაც, სინამდვილეში, იყო – გადახედეთ თუნდაც ჩემს ფეისბუქს ამ პოსტის ქვემოთ.

ფაქტი #9: ეს ტერაქტი მისცემს თუ არა პუტინს საბაბს უკრაინელი ლიდერების ფიზიკური ლიკვიდაციის ოპერაციებისთვის, თუნდაც კიევის დასაბომბად 24 აგვისტოს ღონისძიების დროს?

– მისცემს.

ფაქტი #10: არის თუ არა პუტინის ხელწერა ღრუსეთის მიწაზე “False Flag” ტერაქტების ჩატარება, რასაც შემდეგ ომის ესკალაციისთვის გამოიყენებს?

– არის. გავიხსენოთ მოსკოვში, ვოლგოდონსკში კორპუსების აფეთქება, რათა შეექმნა საბაბი ჩეჩნეთში ომის დასაწყებად. გავიხსენოთ ბუინაკსკი, მოსკოვის თეატრი..

ფაქტი #11: დუგინი და მისი შვილი მოსკოვში ბრუნდებოდნენ პარკ “პატრიოტიდან”, სადაც მონაწილეობდნენ იდეოლოგიურ შაბაშში – კონცერტში ზუსტად უკრაინაში ომის მხარდასაჭერად. პარკი “პატრიოტი” კი ეკუთვნის ღრუსეთის თავდაცვის სამინისტროს (სადაც ახლა მთავარი შავი სობორო დადგეს, პუტინის ფრესკა რომ დახატეს და მერე წაშალეს). 100%-იანი გარანტია გბაწვს, რომ დუგინის მანქანას ექნებოდა სპეცსაშვი და დაცულ ავტოსადგომზე იდგებოდა, სადაც უკრაინელი დივერსანტების შეღწევა თითქმის გამორიცხულია.

ჰოდა, ძმანო და დანო – ელოდეთ ღრუსის მეტ ღორობასა და სისასტიკეს, რომელსაც დუგინის შვილის სიკვდილით მობილიზებული საზოგადოებრივი აზრი მიესალმება და გაამართლებს.

ესაა ჩემი კომენტარი.

პატივისცემით, ომის პარტიის დმფუძნებელი

თენგიზ გოგოტიშვილი“,-წერს გოგოტიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,764 ნახვა
%d bloggers like this: