უცხოური მედია

ФСБ: დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურმა დაგეგმა

Nusagi

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის განცხადებით, დარია დუგინას მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურის მიერ იყო ორგანიზებული,-ინფორმაციას რუსეთის სააგენტო ТАСС ავრცელებს.

ФСБ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, დამნაშავე ნატალია ვოვკია, რომელმაც ბინა დუგინას მეზობლად იქირავა და ქალიშვილთან ერთად გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა. მათივე განცხადებით, მკვლელობის დღეს ნატალია ვოვკმა და მისმა ქალიშვილმა რუსეთი დატოვეს და ამჟამად ესტონეთში იმყოფებიან.

ФСБ ვოვკის ფოტოს აქვეყნებს. მათი მტკიცებით, უკრაინის მოქალაქე, 43 წლის ნატალია ვოვკი, რუსეთში ივნისში ჩავიდა 12 წლის ქალიშვილთან ერთად.

რუსეთის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტაციაში აღნიშნულია, რომ ვოვკი აზოვის პოლკში ირიცხება.

FSB ამტკიცებს, რომ მკვლელობის დღეს, ის შვილთან ერთად იმყოფებოდა ლიტერატურულ და მუსიკალურ ფესტივალზე, სადაც დუგინა საპატიო სტუმრის სტატუსით იყო მიწვეული. მას შემდეგ, რაც 21 აგვისტოს დუგინა ავტომანქანაში ააფეთქეს, ეჭვმიტანილი და მისი ქალიშვილი ფსკოვის რეგიონის გავლით ესტონეთში გაემგზავრნენ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,874 ნახვა
%d bloggers like this: