პოლიტიკა

ალექსანდრ დუგინი: ჩემი ქალიშვილი არასდროს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ. ის უკრაინის ნაცისტურმა რეჟიმმა ჩემს თვალწინ მოკლა

Nusagi

რუსი პროპაგანდისტი და იდეოლოგი, ალექსანდრ დუგინი თავისი ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობას პირველად გამოეხმაურა.

როგორც პუტინის რეჟიმის მხარდამჭერმა ფილოსოფოსმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, მისი შვილი “უკრაინის ნაცისტურმა რეჟიმმა” მოკლა.

“მოგეხსენებათ, უკრაინის ნაცისტური რეჟიმის მიერ განხორციელებული ტერაქტის შედეგად, 20 აგვისტოს, მოსკოვის მახლობლად, “ტრადიციის” ფესტივალიდან დაბრუნებისას, ჩემი ქალიშვილი, დარია დუგინა ჩემ თვალწინ, აფეთქებით სასტიკად მოკლეს. ის იყო მშვენიერი მართლმადიდებელი ქალი, პატრიოტი, სამხედრო კორესპონდენტი, ცენტრალური არხების ექსპერტი და ფილოსოფოსი. მისი გამოსვლები და რეპორტაჟები ყოველთვის ღრმა, დასაბუთებული და თავშეკავებული იყო. ის არასდროს მოუწოდებდა ძალადობისა და ომისკენ.

ის გზის დასაწყისში მყოფი ამომავალი ვარსკვლავი იყო. რუსეთის მტრებმა ზიზღით, მალულად მოკლეს ის… თუმცა ჩვენ, ჩვენს ხალხს, ასეთი აუტანელი დარტყმაც კი ვერ გაგვტეხს. მათ ჩვენი ნების ჩახშობა ჩვენგან საუკეთესო და ყველაზე დაუცველთა მიმართ განხორციელებული სისხლიანი ტერორით სურდათ, მაგრამ ამას ვერ მიიღებენ. ჩვენი გული უფრო მეტისკენ ისწრაფვის, ვიდრე უბრალო შურისძიებაა. ეს ძალიან მდაბიო და არარუსულია. ჩვენ მხოლოდ ჩვენი გამარჯვება გვჭირდება. ჩემმა ქალიშვილმა საკუთარი სიცოცხლე სამსხვერპლოზე დადო, ამიტომ გთხოვთ, გაიმარჯვეთ!

მისი აღზრდა გმირად გვსურდა. დაე, ახლა მან შთააგონოს ჩვენი სამშობლოს შვილები გმირობისკენ“, – დაწერა ალექსანდრ დუგინმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დარია დუგინა 20 აგვისტოს საღამოს დაიღუპა. ის მართავდა მანქანას, რომელიც აფეთქდა მოსკოვის ოლქში, ოდინცოვოს რაიონში, მოჟაისკის გზატკეცილზე. წინასწარი ვერსიით, მანქანაში ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.ტეგები:

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,290 ნახვა
%d bloggers like this: