პოლიტიკა

არ ვიცი პეტრე ცისკარიშვილი საიდან გადის, მაგრამ კარგი იყო კონსულტაცია გაგვევლო – პაატა მანჯგალაძე

Nusagi

არ ვიცი პეტრე ცისკარიშვილი საიდან გადის, მაგრამ კარგი იყო კონსულტაცია გაგვევლო – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი დეპუტატი პაატა მანჯგალაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, პეტრე ცისკარიშვილის განცხადებას, რომ ყველა ოპოზიციური პარტია უნდა გავიდეს პარლამენტიდან.

მისი თქმით, ეს არ არის კოლეგებთან ურთიერთობის სწორი ფორმა.

„გადაწყვეტილების მიღება და კოლეგებთან ურთიერთობა ასე არ ხდება. არ ვიცი, ცისკარიშვილი საიდან გადის, მაგრამ კარგი იყო, კონსულტაცია გაგვევლო წინასწარ. ჩვენ პარტნიორებს ასეთ სიურპრიზებს არ ვუწყობთ. ჯერ უნდა შევთანხმდეთ, რას ვაკეთებთ, როგორ ვმოქმედებთ და მხოლოდ ამის მერე შეიძლება, გვქონდეს პოზიცია. ემოციით სადღაც გავიქცეთ და მერე უკან დავბრუნდეთ- ასეთი გადაწყვეტილებები ჩვენ არ გვჩვევია“,-აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,062 ნახვა
%d bloggers like this: