საზოგადოება

ლევან იოსელიანი: „ხალხის ძალის“ განცხადებები „ისფედთან“ დაკავშირებით საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს

Nusagi

ლევან იოსელიანის შეფასებით, „ხალხის ძალის“ განცხადებები „ისფედთან“ დაკავშირებით საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების განვითარებაზე გავლენას ვერ მოახდენს. „მოქალაქეების“ წევრი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი ამბობს, რომ „ქართული ოცნებიდან“ გასული დეპუტატების პოლიტიკურ დღის წესრიგზე მნიშვნელოვანი დღეს ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაა.

„მათი პოლიტიკური დღის წესრიგი არ არის დღეს მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ქვეყნის ინტერესი და ქვეყნის ინტერესი არის ის, რომ შესრულდეს 12 პუნქტი, ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შევინარჩუნოთ ის მჭიდრო ურთიერთობები, რაც დღემდე გვქონდა და უფრო წინ წავწიოთ ეს ურთიერთობები. სხვა ყველაფერ მეასეხარისხოვანია ამ ყველაფერთან შედარებით. რას ამბობენ ეს ადამიანები „ისფედთან“ დაკავშირებით მათი კერძო აზრია და საბოლოო ჯამში ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს ამ პროცესზე“, – მიიჩნევს იოსელიანი.

მოძრაობა „ხალხის ძალამ“ დღეს მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „ისფედის“ გამოქომაგებით, საელჩო „ქართულ ოცნებას“ პირდაპირ ეუბნება, რომ რევოლუცია უნდა მოხდეს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ფრონტის გასახსნელად ხელისუფლებაში უნდა დაბრუნდეს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,007 ნახვა
%d bloggers like this: