Uncategorized

სოზარ სუბარი „ისფედზე“: ჩვეულებრივი რევოლუციური ორგანიზაციაა, რომელსაც თავისი მიზნები აქვს. თუ რევოლუციონერობა სურთ და ლენინის გზაზე დადგომა, რევოლუციური პარტიის სახელი უნდა დაირქვან

ეს არის ჩვეულებრივი რევოლუციური ორგანიზაცია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს. თუ რევოლუციონერობა სურთ და ლენინის გზაზე დადგომა, რევოლუციური პარტიის სახელი უნდა დაირქვან, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედთან“, იგივე „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, განაცხადა.

„USAID-მა იცოდა ამ გაყალბების შესახებ და თვენახევრის განმავლობაში მათ ხმამაღლა ხმა არ ამოუღია. გაყალბება იყო ორ ნაწილში – ერთი, თითქოს არსებობდა 4%-იანი ცდომილება ხმების პარალელურ დათვლასა და რეალურ დათვლას შორის. იძულებული გახდნენ, ეღიარებინათ. მეორე, თითქოს უბნების 8%-ში არსებობდა ცდომილება, რაც ტყუილი იყო და დღემდე არ უღიარებია არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიან არჩევნებს“. აღნიშნულის შემდეგ, როდესაც საელჩო ამბობს, რომ ეს არის ყველაზე სანდო სადამკვირვებლო ორგანიზაცია, ბუნებრივია, ტყუილია და გარკვეულად თანამონაწილეობა იმ ტყუილში, რასაც „ისფედი“ მაშინაც ამტკიცებდა და ამ მეორე ნაწილში დღემდე ამტკიცებს. როდესაც ამ ყველაფრის შემდეგ „ისფედი“ აცხადებდა, რომ ქვეყანაში არის პოლიტიკური კრიზისი, ეს უკვე ნიშნავს, რომ პოლიტიკური კრიზისი კი არ იყო, ისინი პოლიტიკურ პარტიებთან ერთად შეექმნათ პოლიტიკური კრიზისი. რა თქმა უნდა, ეს უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია არ არის, მით უმეტეს, სანდო არასამთავრობო ორგანიზაცია. ეს არის ჩვეულებრივი რევოლუციური ორგანიზაცია, რომელსაც თავისი მიზნები აქვს. თუ რევოლუციონერობა სურთ და ლენინის გზაზე დადგომა, რევოლუციური პარტიის სახელი უნდა დაირქვან. თუ არასამთავრობო ორგანიზაცია უნდათ, მაშინ ყველა ის დანაშაული აღიარონ, რომელიც აქვთ ჩადენილი. გაყალბება არის დანაშაული“, – განაცხადა სუბარმა.

საზოგადოებრივი მოძრაობამ „ხალხის ძალა“ დღეს მორიგი განცხადება გაავრცელა. მოძრაობა ეხმაურება აშშ-ის საელჩოს განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია „ისფედთან“, იგივე „სამართლიან არჩევნებთან“ დაკავშირებით, რომელსაც პარლამენტში შექმნილ საარჩევნო სამუშაო ჯგუფში დაშვებაზე უარი ეთქვა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,030 ნახვა
%d bloggers like this: