უცხოური მედია

„არაფერი გვაქვს საერთო ამ ქალბატონთან” – დანილოვი დუგინის ქალიშვილის სავარაუდო მკვლელზე

Nusagi

უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსეი დანილოვი აცხადებს, რომ კრემლის იდეოლოგის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილი, დარია, რუსეთის სპეცსამსახურებმა მოკლეს. მისი თქმით, უკრაინას ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

“ФСБ-მ გააკეთა ეს, ახლა მიუთითებს ერთ-ერთ ჩვენგანზე.

ჩვენ ასე არ ვმუშაობთ. ჩვენ უფრო ძლიერი ამოცანები გვაქვს, რასაც ჩვენი ბიჭები ასრულებენ. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ამ ქალბატონთან – ეს რუსული სპეცსამსახურების საქმეა”, – ამბობს დანილოვი.
დანილოვის თქმით, დარია დუგინამ მამასთან ერთად გააკრიტიკა რუსეთის ეწ. “სპეციალური ოპერაციის” გრძელვადიანი ბუნება უკრაინაში, ხოლო რუსული სპეცსამსახურები იწყებენ იმ ადამიანების მოცილებას, რომლებიც აკრიტიკებენ ომის “წარმატებებს”.

ცნობისთვის, დარია დუგინა 20 აგვისტოს საკუთარ ავტომობილში ააფეთქეს. 22 აგვისტოს რუსულმა FSB-მ ალექსანდრ დუგინის შვილის მკვლელობა გახსნილად გამოაცხადა. უწყება მომხდარში უკრაინის სპესამსახურებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ დანაშაულის ჩამდენი უკრაინელი ქალია. FSB-მ დარია დუგინას სავარაუდო მკვლელის ფოტო გაავრცელა და თქვა, რომ ის “აზოვის” ბატალიონში იყო, რაც პოლკმა უარყო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,007 ნახვა
%d bloggers like this: