პოლიტიკა

რომან გოცირიძე: თავდაცვის მინისტრმა ილოცა და ღმერთს ხანძრის ჩაქრობა შესთხოვა. ხანძარმა არაო

Nusagi

სჯობია კანცელარიის წინ ილოცოს, რომ ბიუჯეტიდან რამდენიმე ვერტმფრენის საყიდი ფული გამოიყოს. – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრსაობის” დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

გოცირიძე ბორჯომში, სტიქიის ზონაში, ხანძრის ჩაქრობის პროცესში სასულიერო პირთა ჩართვას იუმორისტული პოსტით ეხმაურება.

„გუშინ თავდაცვის მინისტრმა ბორჯომში ტყისპირას ილოცა და ღმერთს ხანძრის ჩაქრობა შესთხოვა. ხანძარმა არაო. სჯობია კანცელარიის წინ ილოცოს, რომ ბიუჯეტიდან რამდენიმე ვერტმფრენის საყიდი ფული გამოიყოს. ლოცვაში უნდა მოიხსენიოს ათასზე მეტი პერსონალური მანქანა, რომელთა მესამედის გაყიდვა და საწვავის, მძღოლის, რემონტის და სხვა დანახარჯების ეკონომია როგორც შსს-ს, ასევე თავდაცვის სამინისტროს საკმარისი ვერტმფრენებით უზრუნველყოფთა“,-წერს გოცირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,204,914 ნახვა
%d bloggers like this: