პოსტები სოციალური ქსელიდან

ლევან ნიკოლეიშვილი: რიგითი ნაცი აფხაზავა, როგორ ჰყავთ გაფეტიშებული სექტანტებს. ჯერ პედაგოგად გაასაღეს, რაღაც კონკურსი მოაგებინეს და შემდეგ შემოიყვანეს ავანსცენაზე, არც იმას გამოვრიცხავ, რაიმე კომპრომატით აშანტაჟებდნენ

Nusagi

„გაიხსენეთ, როგორ პოზიციონირებდნენ ნაცლიდერები, აქაოდა ქართველი პედაგოგები გვიჭერენ მხარს აფხაზავას ლიდერობითო. ვერაფერს იტყვი, კარგად იმუშავეს, მაგრამ მაინც ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში“ – წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

„ძალიან ბევრი ადამიანი იუმორით და სიცილით შეხვდა ამ ეგრეთწოდებული პედაგოგის გაქანებული ნაცობის ამბავს, მაგრამ მე სულაც არ მეცინება ამ ამბავზე. თავისთავად ცხადია, აქამდეც ყველასათვის ცნობილი იყო მისი არაჯანსაღი პოლიტიკური ორიენტაციის თაობაზე, მაგრამ სულ სხვაა, როცა ფაქტით დადასტურდება.

ჰოდა ეს რიგითი ნაცი აფხაზავა, გაიხსენეთ როგორ ჰყავთ გაფეტიშებული სექტანტებს. მწყობრად დაულაგეს პროპაგანდა, ჯერ პედაგოგად გაასაღეს, რაღაც კონკურსი მოაგებინეს კიდეც და შემდეგ შემოიყვანეს ავანსცენაზე. ისიც კარგად გაიხსენეთ, როგორ პოზიციონირებდნენ ნაცლიდერები, აქაოდა ქართველი პედაგოგები გვიჭერენ მხარს აფხაზავას ლიდერობითო.

ვერაფერს იტყვი, კარგად იმუშავეს, მაგრამ მაინც ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში… არც იმას გამოვრიცხავ, რომ ამ კაცს ნაცები რაიმე კომპრომატით აშანტაჟებდნენ, ეს ხომ მათი ჩვეული და საყვარელი ხერხია“- წერს ნიკოლეიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,204,807 ნახვა
%d bloggers like this: