პოლიტიკა

ლიეტუვაში მამაკაცს პატიმრობა შეეფარდა რუსების დისკრიმინაციისა და მათზე ძალადობის მოწოდებების გამო

Nusagi

 

ლიეტუვაში სასამართლომ ქალაქ ტაურაგეს მკვიდრი მამაკაცი დამნაშავედ ცნო რუსების მიმართ დიკრიმინაციის  და მათზე ძალადობის მოწოდებების გამო. მამაკაცს ასევე ბრალად ედება რუსების მიმართ ზიზღის დანერგვა. ამის შესახებ პორტალი Delfi სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დაყრდნობთ იუწყება.

ვიტაუტას მ.-ს ოთხი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, ასევე ჯარიმა 500 ევროს ოდენობით. გარდა ამისა, მამაკაცი ვალდებულია, დაესწროს ქცევის კორექციის გაკვეთილებს ფსიქოლოგიური პროგრამის ფარგლებში. 

ვიტაუტას მ-ზე საჩივარი მას შემდეგ შევიდა, რაც მან სოციალურ ქსელ ფეისბუქში ლიეტუვის პრეზიდენტის  რამდენიმე პოსტზე დატოვა კომენტარი და დაწერა, რომ რუსებს შეხვედრისას „თავში უნდა ურტყან“ . პოლიციამ გამოძიება დაიწყო და ამ გამონათქვამების შეფასება ჟურნალისტური ეთიკის ინსპექტორის სამსახურს სთხოვა.

ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მამაკაცის კომენტარები შეიცავდა რუსების დისკრიმინაციას ნაციონალური ნიშნით, მათ მიმართ ძალადობისა და ფიზიკური ანგარიშსწორების გზით. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ის ადრე 4-ჯერ იყო ნასამართლევი, მათ შორის სხვისი ნივთის დაზიანებისთვის.

სხდომაზე ვიტაუტას მ-მ დანაშაული აღიარა და განაცხადა, რომ კომენტარის წერისას ის ძლიერი ემოციური გავლენის ქვეშ იყო. მან იცოდა, რომ ცუდ საქმეს სჩადიოდა, მაგრამ არ ეგონა, რომ ამის გამო დააკავებდნენ.

ლიეტუვის სისხლის სამართლის კოდექსით,  ეროვნული, სქესობრივი ან რომელიმე ჯგუფის წევრთა დისკრიმინაცია და ზიზღის დანერგვა პასუხისგებას გულისხმობს.

перты ус

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,007 ნახვა
%d bloggers like this: