ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსული სამხედრო ტექნიკის სატელიტური სურათები გამოაქვეყნა. კადრებში ჩანს, რომ მეხუთე რეაქტორიდან 60 მეტრში ჯავშანტრანსპორტიორი იყო განლაგებული.
“რუსული ჯარები, სავარაუდოდ, მანქანების დამალვას ცდილობდნენ ზედ მილებისა და ხიდების ქვეშ გაჩერებით”, – წერს ბრიტანული სააგენტო.
ატომური ელექტროსადგური რუსეთის სახმელეთო ძალებმა მარტში თავდასხმის შემდეგ დაიკავეს და ახლა რუსეთი, სავარაუდოდ, მზად არის გამოიყენოს ნებისმიერი უკრაინული სამხედრო აქტივობა სადგურის მახლობლად პროპაგანდისტული მიზნებისთვის, აცხადებს გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო.
“სანამ რუსეთი ინარჩუნებს ატომური ელექტროსადგურის სამხედრო ოკუპაციას, რეაქტორის მუშაობის ძირითადი რისკები, სავარაუდოდ, დარჩება რეაქტორის გაგრილების სისტემების შეფერხება, მათი სარეზერვო ენერგიის წყაროების დაზიანება ან ზეწოლის ქვეშ მყოფი მუშაკების შეცდომები”, – გვაფრთხილებენ სამხედროები.