სამართალი

გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ მოსამართლე მურუსიძემ მისი უდანაშაულობა დაადგინა

Nusagi

“ნაციონალური მოძრაობის წევრი” გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგო. საქმე ეხება რუსთავის საარჩევნო უბანზე მის დაკავებას.

კაპანაძე წერს, რომ მოსამართლე მურუსიძე იძულებული გახდა დაედგინა, რომ მისი დაკავება უკანონო იყო და სახელმწიფოს მისთვის 500 ლარის უკან დაბრუნება დაავალა.

“თვით მოსამართლე მურუსიძე გახდა იძულებული დაედგინა რომ ჩემი დაკავება იყო უკანონო და დაავალა სახელმწიფოს, უკან დამიბრუნოს ჩემს მიერ გადახდილი ჯარიმა, 500 ლარი, რომელიც რუსთავის სასამართლომ უკანონოდ დამაკისრა.

შესაბამისად, ოფიციალურად დადასტურდა რომ უსამართლოდ გავატარე 2 დღე საგარეჯოს იზოლატორში და ჩემი დაკავება იყო უკანონო. აგერ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც”, – წერს გიორგი კაპანაძე. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,422 ნახვა
%d bloggers like this: