უცხოური მედია

დნეპროპეტროვსკში საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა

Nusagi

დნეპროპეტროვსკის ოლქის ჩაპლინოს დასახლებაში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულდა – რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა, – ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილეზე, კირილო ტიმოშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩაპლინოში სამაშველო და სამძებრო სამუშაოები დასრულდა. საცხოვრებელი სექტორისა და რკინიგზის სადგურის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 25 ადამიანი, მათგან ორი ბავშვია”, – განაცხადა მან.

კირილო ტიმოშენკოს ინფორმაციით, 11 წლის ბიჭი სახლის ნანგრევების ქვეშ დაიღუპა, კიდევ 6 წლის ბავშვი კი რკინიგზის სადგურთან მანქანაში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

ამასთან, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად 31 ადამიანი დაშავდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,836 ნახვა
%d bloggers like this: