პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი: აღელვებულ ქუჩას ვერ ვხედავ, ამიტომ, კეთილი ვინებოთ და დავესწროთ ჯგუფების მუშაობას

Nusagi

დღეს მე აღელვებულ ქუჩას ვერ ვხედავ და როდესაც ჩვენი ქვეყნისთვის განაჩენი გამოაქვს იმ მხარეს, რომელსაც ჩვენ ბრალს ვდებთ კოლაბორაციაში, არ ვეცადეთ მაინც კაცო, რას უმზადებენ ჩვენს ქვეყანას? ,-ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ტვ-პირველის ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემას ვერ ხედავს, როდესაც ევროკავშირის პირობების შესასრულებლად შექმნილ საპარლამენტო ჯგუფებში ოპოზიციის წარმომადგენლებს ხედავს.

„შესაბამისად, მე რომ დავესწრო იმ ჯგუფების მუშაობის პროცესს, ვინმემ უნდა თქვას, რატომ არისო? თუ ვართ პარლამენტში, უნდა კეთილი ვინებოთ და დავესწროთ ჯგუფების მუშაობას იმისთვის მაინც, რომ ვიცოდეთ, რა უბედურება არის ჩვენი ქვეყნის თავს. უკვე პოსტ ფაქტუმ უნდა დავიწყოთ ყვირილი, როდესაც არ მოგვცემენ 12 პუნქტს? ეს სისულელეა. 

რაც შეეხება ბოიკოტს, მე ამას ვუყურებდი დადებითად და თუ გადაწყდება ბოიკოტი, მხარს დავუჭერ, მაგრამ ჯერ ეს საკითხი არ გადაწყვეტილა. ამიტომ, არასწორად არ მიმაჩნია ოპოზიციონერების ყოფნა ამ ჯგუფებში“,-აცხადებს თაკო ჩარკვიანი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,422 ნახვა
%d bloggers like this: