უცხოური მედია

კობი ბრაიანტის ქვრივმა მეუღლისა და შვილის დასახიჩრებული ფოტოების გავრცელების საქმეზე, სასამართლო დავა მოიგო

Nusagi

ამერიკელი კალათბურთელის კობი ბრაიანტის ქვრივმა მეუღლისა და 13 წლის ქალიშვილის დაღუპვის ადგილიდან ფოტოების გავრცელების საქმეზე სასამართლო დავა მოიგო და კომპენსაციის სახით, $16 მლნ მიიღო. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.

კობი ბრაიანტი 2020 წლის იანვარში ლოს ანჯელესიდან 65 კილომეტრში ვერტმფრენის კატასტროფის შედეგად დაიღუპა. მასთან ერთად იმყოფებოდა 4 ქალიშვილიდან ერთ-ერთი. ბორტზე მყოფი 8 ადამიანიდან არავინ გადარჩენილა. ავარიის მიზეზად ამინდი და პილოტის შეცდომა დასახელდა.

სასამართლო დავის საგანი გახდა პოლიციელებისა და მეხანძრეების მიერ კატასტროფის ადგილზე გადაღებული ფოტოები, რომელზეც აღბეჭდილი იყო კობისა და მისი ქალიშვილის დასახიჩრებული ცხედრები. აღნიშნული ფოტოები ხელმისაწვდომი გახდა საზოგადოებისთვის. ხუთგზის NBA-ს ჩემპიონის ქვრივის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ მსგავსი რაკურსით გადაღებული ფოტოები არ იყო გამოძიებისთვის საჭირო და ქვრივს მიანიჭა ძლიერი ემოციური სტრესი.

ოლქის პროკურორის ვერსიით, გადაღებული მასალა აუცილებელი იყო სიტუაციის შეფასებისთვის და ხელმისაწვდომი არ იყო ფართო აუდიტორიისთვის, თუმცა ფოტოების ავტორებმა მასალა თავიანთ ნაცნობებს აჩვენეს. კერძოდ, გამოძიებით გაირკვა, რომ ადგილობრივი შერიფის მოადგილემ ფოტოები ბარმენს აჩვენა, მეხანძრემ კი- თავის კოლეგებს ბანკეტზე. 

ფულადი კომპენსაცია ასევე გაიცემა ვერტმფრენში დაღუპული კრის ჩესტერის ქვრივზე, რომლის მეუღლე და ქალიშვილი იმავე კატასტროფას ემსხვერპლნენ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,848 ნახვა
%d bloggers like this: