განათლება

საზღვაო ქალაქში, მეზღვაურებისთვის ახალი საზღვაო საწვრთნელი ცენტრი „მერიდიანი“ გაიხსნა

Nusagi

საზღვაო საწვრთნელი და სერტიფიცირების ცენტრი „მერიდიანი“ ახლად დაარსებული კომპანიაა, რომელიც საზღვაო სფეროში მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული. სასწავლო ცენტრის გუნდი აცხადებს, რომ მზად არის შეიმუშაოს, განავითაროს, უზრუნველყოს და შეაფასოს ხარისხიანი საზღვაო ტრენინგი ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. 

რატომ უნდა აირჩიონ მეზღვაურებმა საზღვაო საწვრთნელი ცენტრი მერიდიანი? ამ და სხვა კითხვებზე პასუხებს ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელი ირაკლი შარაბიზე პასუხობს.

-ბ-ნო ირაკლი, როდის გაჩნდა ცენტრის დაარსების იდეა?

-ცენტრი დავაარსე ჩემს პარტნიორ, შორეული ნაოსნობის კაპიტან თომა მიქელაძესთან ერთად, რომელსაც აქვს კარგი საზღვაო პრაქტიკა და მეზღვაურებთან მუშაობის გამოცდილება, ჩვენი ერთობლივი მიზანია ცენტრის მიერ მიწოდებული და ჩატარებული კურსები იყოს მაღალი ხარისხის და სამომავლოდ პრაქტიკაში გამოყენებადი. 

19 წლის ვიყავი როცა კაპიტნის მე-3 თანაშემწედ წავედი გემზე, 27 წლისა კი, თავად გავხდი შორეული ნაოსნობის კაპიტანი. ექვსწლიანი კაპიტნობის შემდეგ მივხვდი თუ როგორი მდგომარეობაა საზღვაო სფეროში, საზღვაო მიმართულება ახლად იდგამს ფეხს საქართველოში, ამიტომ ბევრი რამ დასახვეწი და შესაცვლელია. მეზღვაურის გადამზადებისთვის მხოლოდ თეორიული განათლება არ არის საკმარისი, აუცილებელია პრაქტიკაც. კარგად მოგეხსენებათ, რომ მეზღვაურს ჭირდება სულ ცოტა 12 -თვიანი პრაქტიკა რათა განათლების დიპლომი, კომპეტენციიის სერტიფიკატი აიღოს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გაჩნდა იდეა, რომ დაგვეარსებინა ცენტრი „მერიდიანი“, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე სიმულატორებით, რაც მეზღვაურს საშუალებას აძლევს გაიაროს პრაქტიკა დაახლოებით ისეთ გარემოში, როგორშიც მოუწევს მუშაობა.

– რა არის მერიდიანის ფუნქციონირების მთავარი არსი და მიზანი?

ჩვენი მთავარი არსი და მიზანი არის ხარისხი! გვინდა, რომ ჩვენთან განვლილი კურსების შემდეგ მეზღვაურები მართლაც იღებდნენ კარგ, საჭირო და აუცილებელ შედეგებს, რომელსაც შემდგომ გამოიყენებენ საერთაშორისო პრაქტიკაში. „მერიდიანი“ მზად არის, უზრუნველყოს მომხმარებლებისთვის საერთაშორისო დონეზე აღიარებული კონვენციური და არაკონვენციური ტრენინგ- კურსები. ამ მიზნით ჩვენი გუნდი თანამშრომლობს საზღვაო ინდუსტრიაში ყველაზე ცნობად და აღიარებულ ორგანიზაციებთან.

-არსებობს სხვა ცენტრებიც, რით არის გამორჩეული „მერიდიანი“ სხვა საწვრთნელი ცენტრებისგან?

-როგორც, უკვე აღვნიშნეთ ჩვენ ორიენტირებულნი ვართ ხარისხზე, სასწავლო ცენტრის გუნდი და მენეჯმენტი მზად არის, შეიმუშაოს, განავითაროს, უზრუნველყოს და შეაფასოს ხარისხიანი საზღვაო ტრენინგი, ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ჩვენი პრინციპი მომსახურებისა და ტრენინგის მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაა, რათა დავაკმაყოფილოთ და გადავაჭარბოთ მომხმარებლის მოთხოვნილებებსა და მოლოდინებს.

ჩვენ ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანია ევროინსთან რომელმაც პირველად საქართველოში ექსკლუზიურად „მერიდიანის“ მომხმარებლებისთვის შექმნა მათზე მორგებული სპეციალური სადაზღვეო პაკეტები.

„მერიდიანში“ მოსული მეზღვაურები სარგებლობენ  „Meridian Club Card“-ით, ეს არის უნიკალური შეთავაზება, მათ შეუძლიათ დააგროვონ ქულები და გადაცვალონ „მერიდიანში“ ნებისმიერ საწვრთნელ კურსზე.

-რას გვეტყვით ცენტრის სამომავლო გეგმებზე?

-თითქმის ერთი წელია, რაც  დაარსდა „მერიდიანი “ და ვფიქრობთ, რომ საკმაოდ კარგი შედეგები გვაქვს. მაისისთვის ვგეგმავთ საზღვაო მიმართულებით პროფესიული  საგანმანათლებლო ცენტრის, შემდეგ კი პროფესიული სასწავლებლის გახსნას, ასევე გვსურს, რაც შეიძლება მეტი მეზღვაური მოვიზიდოთ და შევიძინოთ უცხოელი პარტნიორები.

-როგორ ინარჩუნებთ ხარისხს?

-Meridian-ს ინსტრუქტორებად 30-მდე აქტიური მეზღვაური ჰყავს დასაქმებული. ისინი არიან მოქმედი კაპიტნები, მთავარი ინჟინრები, უფროსი და მეორე ოფიცრები, რომლებიც მუდამ მზად არიან თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ მსმენელებს. ასევე ჩვენ ვთანამშრომლობთ ფინურ კომპანია  Wärtsilä- სთან, „ვარცილა“ უზრუნველყოფს „მერიდიანს“ თანამედროვე ტრენაჟორებით და პროგრამული უზრუნველყოფის პერიოდული განახლებით, ეს გვეხმარება ხარისხის შენარჩუნებაში და მის განვითარებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,788 ნახვა
%d bloggers like this: