უცხოური მედია

ნიუ-იორკის პოლიციელებს  შეკრება და ერთმანეთთან საუბარი აეკრძალათ

Nusagi

ნიუ-იორკის პოლიციამ გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც პოლიციელებს აეკრძალათ შეკრება და ერთმანეთთან „უსარგებლო საუბრებში მონაწილეობა“. ამის შესახებ The New York Post წერს.

ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საპატრულოს უფროსებმა უნდა გააკონტროლონ, რომ თანამშრომლები ერთად არ შეიკრიბონ.

პრობლემას ქალაქის მერმა, ერიკ ადამსმა მიაქცია ყურადღება ველოსიპედით სეირნობისას. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ადამსი პოლიციის უფროსს ეუბნება: „ არ ფიქრობთ, რომ საჭიროა მეტი ყურადღება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?“.

ინიციატივას პოლიციის პროფკავშირი უკვე გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში არ იქნება პოლიციის ოფიცერთა საკმაო რაოდენობა, რათა მათ შეკრებები გამართონ. ამის მიზეზი ის არის, რომ ბევრი ტოვებს სამსახურს დაბალი ხელფასებისა და აუტანელი პირობების გამო. 

„სჯობს,  ქალაქში კრიმინალის ზრდის გამო შეშფოთდეთ და არა პოლიციელების თავშეყრის გამო“,- განაცხადა პროფკავშირების წარმომადგენელმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,422 ნახვა
%d bloggers like this: