უცხოური მედია

პუტინის ბრძანება არმიის გაზრდის შესახებ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთს ომში მნიშვნელოვნად დაეხმარება – ბრიტანული დაზვერვა

Nusagi

ბრიტანეთის დაზვერვის ანალიტიკოსების აზრით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანება რუსული არმიის რაოდენობის გაზრდის შესახებ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნად იმოქმედებს მის შესაძლებლობებზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ამის შესახებ ბრიტანული დაზვერვის მიმოხილვაშია აღნიშნული. 

„გაურკვეველი რჩება, როგორ შეეცდება ამას რუსეთი, კონტრაქტით, მოხალისეების დაქირავებით თუ სხვა ტიპის გზებით. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ბრძანება ნაკლებად სავარაუდოა, რომ მნიშვნელოვნად დაეხმარება რუსეთის ფედერაციას უკრაინაში საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდაში. რუსეთმა დაკარგა ათიათასობით ჯარისკაცი, ახალ კონტრაქტორებს ტექნიკურად, არ ევალებათ დავალებები შეასრულონ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გარეთ“, – აღნიშნავს სადაზვერვო სააგენტო. 

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების 2.04 მილიონამდე გაზრდასთან დაკავშირებით განკარგულებას ხელი მოაწერა.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,886 ნახვა
%d bloggers like this: