პოლიტიკა

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები საბოლოოდ უნდა შეუერთდნენ ევროკავშირს

epa09660601 ATTENTION EDITORS: EMBARGO until 31 December 00:00 AM German Chancellor Olaf Scholz poses for photographs after the television recording of his first New Year's speech at the chancellery in Berlin, Germany, 30 December 2021. EPA/CLEMENS BILAN / POOL ATTENTION EDITORS: EMBARGO until 31 December 00:00 AM
Nusagi

ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ გერმანია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას და ეკონომიკურ ბლოკში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას გაწევრიანებას. „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ გერმანიის კანცლერმა პრაღაში კარლის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას, ოლაფ შოლცმა აღნიშნა, რომ უმრავლესობის კენჭისყრაზე გადასვლა ეკონომიკური ბლოკის გაფართოების ერთ-ერთ ქვაკუთხედს წარმოადგენს. მან დაადასტურა ევროკავშირის გაფართოების კუთხით გერმანიის მხარდაჭერა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ქვეყნები საბოლოოდ უნდა შეუერთდნენ ევროკავშირს.

„თუმცა, ამ გაფართოებულ კავშირში, წევრ ქვეყნებს შორის განსხვავებები გაიზრდება პოლიტიკური ინტერესების, ეკონომიკური გავლენისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემების უზრუნველყოფის კუთხით. დღეს, სადაც ერთსულოვნებაა საჭირო, ინდივიდუალური ქვეყნის მხრიდან ვეტოს უფლების გამოყენების და დანარჩენი წევრი ქვეყნების წინსვლისთვის ხელის შეშლის რისკი იზრდება ყოველი დამატებითი წევრი ქვეყნის მიღებისას. ამიტომ, მე შევთავაზე საერთო საგარეო პოლიტიკაში უმრავლესობის კენჭისყრაზე ეტაპობრივი გადასვლა, ისევე როგორც სხვა სფეროებში, როგორიცაა გადასახადების პოლიტიკა, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,800 ნახვა
%d bloggers like this: