უცხოური მედია

Politico: ბაიდენი ტაივანისთვის 1,1 მილიარდი დოლარის იარაღის მიყიდვას აპირებს

Nusagi

აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გეგმავს, კონგრესს გაუგზავნოს თხოვნა ტაივანისთვის 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვის თაობაზე. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, საკითხი ჯერჯერობით მოლაპარაკებების სტადიაშია.

დახმარების პაკეტი, გამოცემის მყკიცებით, მოიცავს: 

100 ტაქტიკურ რაკეტას „ჰაერი-ჰაერი“, 60 რაკეტას AGM-84L Harpoon Block II, AIM-9X Block II Sidewinder და სხვ.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჩინეთის მხარე აშშ-სგან მოითხოვს, შეწყდეს კუნძულის შეიარაღება, რათა თავიდან იქნას აცილებული რეგიონში დაძაბულობა. დიპლომატმა ვაშინგტონს მოუწოდა, შეწყვიტოს ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს ტაივანის სრუტეში დაძაბულობის პროვოცირებას. 

„ტაივანის შეიარაღება წინააღმდეგობაში მოდის „ერთიანი ჩინეთის“ იდეასთან და ხელს უწყობს სეპარატიზმის გაღვივებას“,-განაცხადა მან.

ტაივანმა ჩინეთიდან გამოყოფის შესახებ 1949 წელს განაცხადა. პეკინი კუნძულის დამოუკიდებლობას არ აღიარებსდა მას საკუთარ პროვინციად მიიჩნევს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,204,914 ნახვა
%d bloggers like this: