საზოგადოება

მცხეთის მუნიციპალიტეტში მაშველებმა დაკარგული ბავშვი იპოვეს

Nusagi

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელიდან შეტყობინება შევიდა, რომ დაკარგული იყო მცირეწლოვანი ბიჭი.

ოჯახის წევრის განცხადებით, 4 წლის ბავშვი დაახლოებით 1 საათის წინ საცხოვრებელი სახლიდან გავიდა და ვეღარ პოულობდნენ.

მაშველები დასახმარებლად დაუყონებლივ გავიდნენ და უმოკლეს პერიოდში, ბავშვი საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 1,5 კმ-ის მოშორებით, სარწყავი არხის მიმდებარედ იპოვეს და უვნებლად დაუბრუნეს ოჯახს.

პატარა ბიჭი თავს კარგად გრძნობს. მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

(ფოტო ქვეყნდება მშობლის ნებართვით) 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,756 ნახვა
%d bloggers like this: