პოლიტიკა

ანდრიუს კუბილიუსი – მომავალ წელს დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ, აქ ისმის კითხვა, სად იქნება ამ დროს საქართველო?

Nusagi

მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე.ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?“ – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა.

ის აღნიშნავს, რომ ყველამ იცის, თუ რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს.

„თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ, ესაა რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია საქართველოში, რაც მკაფიოდ თქვეს ევროკომისიამაც და ევროპულმა საბჭომაც. რა თქმა უნდა, ყველამ იცის რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ახალი არაფერია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკ​თან, უკრაინას – იანუკოვიჩთან, საქართველოს კი ივანიშვილის გავლენასთან აქვს. ეს არის ის, რაც უნდა გადაწყვიტოთ. შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა გაუძღვეს გაფართოების პროცესს. მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში წევრობაზე. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?“ – განაცხადა კუბილიუსმა, რომლის თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

2F&layout=button_count&size=large&width=120&height=28&locale=ka_GE&appId=250016278990597

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,327 ნახვა
%d bloggers like this: