საზოგადოება

“ინტელექტუალური საკუთრება ფსევდო უფლებაა” – ჰერმან საბო adjaranet და imovies გათიშვის შესახებ

Nusagi

უკვე რამდენიმე დღეა მეკობრული ვებგვერდები, (adjaranet და imovies) გაითიშა, რის გამოც ადამიანები ამ საიტებზე სხვადასხვა ფილმისა თუ სერიალის ნახვას ვეღარ ახერხებენ. აღნიშნულის მიზეზად, აგვისტოში ვებგვერდების წარმომადგენლებისთვის საკუთარ პლატფორმებზე განთავსებული კონტენტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანისთვის განკუთვნილი ორწლიანი ვადის ამოწურვა დასახელდა.

როგორც კომუნიკაციების კომისიაში თქვეს, ინტერნეტ სივრცეში მოპარული კონტენტის გავრცელება კანონით აკრძალულია და ამიტომ ისინი ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დაცვის მიზნით, წლებია დაინტერესებულ პირებთან და ორგანიზაციებთან ერთად ინტერნეტ სივრცის არალეგალური კონტენტისგან გათავისუფლებისთვის აქტიურად მუშაობენ.

პარლამენტარი ჰერმან საბო მიიჩნევს, რომ ინტელექტუალური საკუთრება ფსევდო უფლებაა. მან გადაცემა “ანალიტიკაში” განაცხადა, რომ თუ აღნიშნული უფლება ბოლომდე აღსრულდა “ქვის ხანაში დავბრუნდებით”.

„ინტელექტუალური საკუთრება, როგორც ტერმინი იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს არსებობს დაახლოებით 80 წლის წინაა შექმნილი და სინამდვილეში ფსევდო უფლებაა, რომელიც არ შეიძლება ბუნებაში არსებობდეს. ის მოგონილია მთავრობების მიერ რათა მათი ფრთის ქვეშ მყოფი ბიზნესები თუ ვიღაც ერთეული მწარმოებლები დაიცვას. თანამედროვე სამყაროში მთლიანად ინტერნეტი დგას ისეთ რაღაცაზე, რომ ის თავის დროზე, რომ დაეპატენტებინათ დღეს ინტერნეტი არ გექნებოდა. თუ ამ საკითხს ძალიან მკაცრად მივუდგებით, ბოლომდე მოვუჭირეთ ჭანჭიკები და მკაცრად აღვასრულეთ უბრალოდ ქვის ხანაში დავბრუნდებით“, – ამბობს იგი.

არგუმენტს, რომ ინტელექტუალური საკუთრების დარღვევით, ხელოვან ადამიანებს შემოსავლის წყარო ესპობათ, იგი უპირისპირებს მოსაზრებას, რომ ხელოვან ადამიანებს სხვა მრავალი გზიდანაც შეუძლიათ შემოსავლის მიღება.

„როდესაც რაიმეს კოპირება მარტივად არ შეიძლებოდა და ინტერნეტი არ არსებობდა,ხელოვანი ადამიანები ფულს ხომ შოულობდნენ. მაგალითად, კონცერტები ეწყობოდა, კინო-თეატრები და ა.შ კარგი ხელოვანისთვის ფულის შოვნა პრობლემას არასოდეს წარმოადგენს. ნიჭიერი ადამიანი ინტელექტუალური საკუთრების არსებობის შემთხვევაშიც არ დაიკარგება. ეს ადამიანები უბრალოდ სხვა ბიზნეს მოდელით შოულობენ ფულს. რადგან არ არსებობდა ის ფსევდო ინტელექტუალური საკუთრება რომელიც ადამიანებს რეალური საკუთრების გამოყენებას უკრძალავს“, – ამბობს ჰერმან საბო.

bm.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,077 ნახვა
%d bloggers like this: