უცხოური მედია

ელენა ზელენსკაია: ფასები უკრაინაშიც იზრდება, თან დამატებით, ჩვენთან ხალხს ხოცავენ

Nusagi

მესმის, რომ ომი უკრაინაში მძიმედ აისახა ჩვენი მოკავშირეების ეკონომიკაზე, მაგრამ თუ ამ ქვეყნებში გაზის გადასახდელად კაპიკებს ითვლიან, ჩვენთან, დამატებით, დახოცილ ადამიანებს ვითვლით,-აცხადებს უკრაინის პირველი ლედი ელენა ზელენსკაია „ბიბისისთან“ ინტერვიუში.

ელენა ზელენსკაიამ მოუწოდა დასავლეთის ქვეყნებს, ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, მხარი დაუჭირონ უკრაინას და არ დაივიწყონ, რომ იქ ხალხი იხოცება.

„დასავლეთში ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ ეკონომიკურ კრიზისში დამნაშავეა არა უკრაინის მხარდაჭერა, არამედ რუსეთის აგრესია“,-განაცხადა პირველმა ლედიმ და აღნიშნა, რომ რაც უფრო ძლიერი იქნება მხარდაჭერა, მით ხანმოკლე იქნება ეკონომიკური კრიზისი.

სრული ინტერვიუ ბრიტანეთის ტელევიზიით გავა.

ელენა ზელენსკაია უკრაინაში ოფიციალურ პოსტს არ იკავებს, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ ის ხშირად ხვდება უცხოელ პოლიტიკოსებს და უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,412 ნახვა
%d bloggers like this: