საზოგადოება

მეგი გოცირიძე: 11 თვე მიშა სიკვდილს ეჭიდავება და უძალიანდება, სიკვდილის აჩრდილს საწოლზე მიჯაჭვული, ხელების ცეცებით დასდევს

Nusagi

უბრალოდ დაგვაშტერა ივანიშვილის რუსულმა ოცნებამ, იმდენად დაგვაშტერა, რომ საფრთხეს ვერ აღვიქვამთ. გიპნოზის ქვეშ მყოფნი ვერ ვიჯერებთ, რომ 11 თვე მიშა სიკვდილს ეჭიდავება ასიათასობით მხარდამჭერის თვალწინ და პირდაპირ ეთერში … “,-ნაციონალური მოძრაობის წევრი მეგი გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სააკაშვილი სიკვდილს ეჭიდავება და უძალიანდება

„ჩვენ კი გაუძელიო ფეისბუკზე ვწერთ და ჩვენი ჭკუით, ვამხნევებთ ტყვედ ჩავარდნილს, რომელიც არც ფეისბუკზეა და ვერც საწოლიდან დგება, სიკვდილის აჩრდილს ხელების ცეცებით დასდევს საწოლს მიჯაჭვული მიშა და ახლა ზამთარია-გვცივა, გაზაფხულდება და ვიხუვლებთო, მერე ზაფხული მოვიდა და გაუძელი მიშა , ახლა გვცხელა, შემოდგომაზე შემოგივლითო და ამასობაში ლოგინად ჩავარდნილი კაცი გველოდებოდა ამდენი თვე… მეც სხვებივით გიპნოზში მყოფი ვუყურებ ამ მარაზმს და ვერ წარმომიდგენია, რომ კოშმარულ სიზმარში არ ხდება ეს საშინელება, ვერ ვიჯერებ, რომ რეალურად ხდება ეს ყველაფერი და მეც ამ მკვლელობის თანამონაწილე ვარ, პუტინი ნელი სიკვდილით სჯის მიშას და მე ვმონაწილეობ ამ მკვლელობაში, 11 თვეა მეც ვკლავ მიშას , ამას ვერ ვიჯერებ, ალბათ ვერც ის იჯერებს, რომ გიპნოზის ქვეშ მყოფი ასიათასობით მისი მხარდამჭერი მონაწილეობს მისსავე მკვლელობაში, მაგრამ ეს რეალობაა, ეს ხდება ამ წუთას, ჩვენს თვალწინ და ჩვენი მონაწილეობით “,-წერს მეგი გოცირიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,386 ნახვა
%d bloggers like this: