უცხოური მედია

პრაღაში, მასშტაბური აქციის მონაწილეები მთავრობას ქვეყნის ეკონომიკის საზიანოდ უკრაინის მხარდაჭერაში ადანაშაულებენ

Nusagi

პრაღაში მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, მასშტაბური დემონსტრაცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება გაზისა და ელექტროენერგიის ფასების მატებასთან დაკავშირებით უმოქმედობასა და ქვეყნის ეკონომიკის საზიანოდ უკრაინის მხარდაჭერაში დაადანაშაულეს.

დემონსტრანტები უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის გამოცხადებას და ევროკავშირიდან და ნატოდან ჩეხეთის გასვლასაც მოითხოვდნენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აქციას 70 ათასზე მეტი დემონსტრანტი ესწრებოდა.

აქციას რუსული პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული კამპანია უწოდა ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, მისი თქმით, მსგავსი დემონსტრაციები ჩეხეთის სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,812 ნახვა
%d bloggers like this: