პოლიტიკა

ლორა თორნტონი: ტერმინი – დეოლიგარქიზაცია არის რთულად გამოსათქმელი, მაგრამ საქართველოს მოუწევს იმ ცვლილებების გატარება, რომელთა გატარებაც ამ მომენტისთვის არ სურს

Nusagi

საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება სერიოზული რეფორმების იმპლემენტაცია, რათა უზრუნველყოს, რომ კვლავაც ამ გზაზე დგას, ეს არ შეიძლება იყოს დამაბნეველი. გზავნილები უნდა იყოს მკაფიო, – ამის შესახებ საქართველოში „ენდიაის“ ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა განაცხადა.

როგორც თორნტონმა განაცხადა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გეზი მნიშვნელოვანია.

„საქართველოში ჩემი პირველი ჩამოსვლის დღიდან, ანუ 2014 წლიდან ვსაუბრობდი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური გეზის მნიშვნელობაზე. ბოლო წლებში ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი, მომესმინა ისეთი განცხადებები, რომელიც აჩვენებს, რომ ეს მეტად აღარ არის მიზანი. იმედი მაქვს, რომ ეს კონფერენცია და მისი სპიკერების გამოსვლები კიდევ ერთხელ იქნება შეხსენება, რომ საქართველოს ჯერ კიდევ სჭირდება სერიოზული რეფორმების იმპლემენტაცია, რათა უზრუნველყონ, რომ საქართველო კვლავაც ამ გზაზე დგას. ეს არ შეიძლება იყოს დამაბნეველი. გზავნილები უნდა იყოს მკაფიო – ჩვენ ვდგავართ რუსეთის წინააღმდეგ, კრემლის წინააღმდეგ, ვდგავართ უკრაინელი პარტნიორების გვერდით და მხარს ვუჭერთ ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს“, – განაცხადა თორნტონმა.

ლორა თორნტონის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის რეკომენდაციის შესრულების პროცესში ყველა პარტიამ ერთად იმუშაოს, თუმცა ყველაზე დიდი ტვირთი მთავრობას ეკისრება.

„ცხადია, მნიშვნელოვანია ამ პროცესში პოლიტიკური პარტიების ჩართულობა, მნიშვნელოვანია, რომ ყველა პარტია ერთად დადგეს, რათა ეს მიზნები შესრულდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაზე დიდი ტვირთი დაეკისრება მთავრობას, რათა შესრულდეს საჭირო რეფორმები, რადგანაც ოპოზიციას აქვს ხმა და როლი, მაგრამ ისინი დამოუკიდებლად ვერ მოახდენენ საჭირო ცვლილებებს“, – აღნიშნა თორნტონმა.

ამასთან, ლორა თორნტონს კითხვა დაუსვეს ომში საქართველოს შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებული განცხადებების შესახებ. მისი თქმით, „ეს არის დამაბნეველი და შეიცავს განსხვავებულ გზავნილებს“.

„საქართველოს მთავრობამ თქვა, რომ მისი გეგმაა, ქვეყნის დასავლეთთან ინტეგრაცია, რათა საქართველო გახდეს ევროკავშირის და ნატო-ს წევრი. ამავე დროს, ზოგიერთი ლიდერი შეურაცხყოფას აყენებს აშშ-ის ელჩს, ევროპარლამენტარებს და ეს ურთიერთსაწინააღმდეგო სიგნალებს აგზავნის. ეს ჩემთვის დამაბნეველია. მე ძალიან მსურს გავიგო, რას ფიქრობენ ამის შესახებ თავად ქართველები. ჩემი აზრით, რიტორიკა, რომ თითქოს აშშ საქართველოს ომისკენ უბიძგებს არის სასაცილო, ძალიან სახიფათო და დამაზიანებელი. აშშ ყოველთვის საქართველოს გვერდით დგას. ამერიკამ დააბანდა რესურსი და არა მხოლოდ ფინანსური, ჩვენი ინვესტიცია იყო ხალხი და ინსტიტუციები, ჩვენ ყოველთვის საქართველოს გვერდით ვიდექით. ამიტომ, იმის თქმა, რომ აშშ- რაიმე სხვა არის, გარდა მოკავშირისა და პარტნიორისა, არის ძალიან დამაზიანებელი საქართველოსთვის“, – განაცხადა თორნტონმა“, – განაცხადა თორნტონმა.

საქართველოში „ენდიაის“ ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს კითხვა დაუსვეს დეოლიგარქიზაციის შესახებ.

„ეს ტერმინი – დეოლიგარქიზაცია არის რთულად გამოსათქმელი, მაგრამ ჩემი აზრით, ეს იყო რეალური ბიძგი საქართველოსთვის, რათა ის კუთხეში დაეყენებინათ, რომ მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც საჭიროა. თუ ისინი მართლაც აცნობიერებენ დეოლიგარქიზაციას, მათ მოუწევთ იმ ცვლილებების გატარება, რომელთა გატარებაც ამ მომენტისთვის არ სურთ. საქართველო არის გზაგასაყარზე. თქვენ ძალაუფლებას იცავთ და შესაბამისად, იცავთ ივანიშვილს, თუ დემოკრატიულ რეფორმებს ატარებთ? თუ ორივეს ერთად აკეთებთ? რაც ჩემი აზრით, შეუძლებელია. ჩემი აზრით, საქართველოს მთავრობისთვის ეს იყო გამოსაფხიზლებელი გზავნილი, როდესაც მათ გაიგონეს ეს ტერმინი. ჩემი აზრით, ამის შედეგი იყო ძალიან ბევრი ნეგატიური რეაქცია ევროკავშირის მიმართ. საქართველო დგას არჩევნის წინაშე, დაიცვას ძალაუფლება და დაიცვას ივანიშვილი ან გაატარონ რეფორმები, რომელიც საჭიროა დემოკრატიისკენ მისწრაფების გასაგრძელებლად. დემოკრატიისკენ სწრაფვა შეიძლება ნიშნავდეს, რომ ისინი ძალაუფლებას შეინარჩუნებენ. მე არ ვამბობ, რომ ისინი მაინცდამაინც დაკარგავენ ძალაუფლებას, მაგრამ მე ვამბობ, რომ დეოლიგარქიზაციისთვის შეიძლება, იყოს საჭირო ისეთი ცვლილებები, რომლებიც არ იქნება სასურველი ივანიშვილისთვის, მაგრამ დემოკრატიული რეფორმების გეზზე დარჩენა და პოლიტიკური გამბედაობის დემონსტრირება დემოკრატიის დასაცავად, ხანდახან ნიშნავს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც საუკეთესო პოლიტიკურ ინტერესებს მოიცავს. ეს ეხება ჩემს ქვეყანასაც. ხანდახან შენ გიწევს ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რაც ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ძალაუფლებას დაკარგავ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს უკეთესია“, – განაცხადა თორნტონმა.

1tv.ge

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,204,914 ნახვა
%d bloggers like this: