სენაკის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი, 31 წლის თათია ჯინჯოლავა, თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაიცვალა. შემთხვევა წუხელ მოხდა.
prime time-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი ორ კვირაზე მეტხანს იმყოფებოდა ჰოსპიტალში, ბოლოს კი აპარატზე იყო შეერთებული.
„სიცოცხლით სავსე გოგო იყო. ორი წლის წინ შექმნა ოჯახი. დიაგნოზი როგორც გვითხრეს, ნაწლავური ჭიით ინტოქსიკაციაა. მესამე დღეს თირკმელებიც გაეთიშა, ბოლოს აპარატზე იყო შეერთებული. როგორც გვითხრეს, საკვების მიღებიდან მოხდა სისხლში ინტოქსიკაცია, რაც შეეძლო გამოეწვია სალათის ფოთოლს და საზამთროს“, – აცხადებს ოჯახის ახლობელი.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი მშობლების სახლში რუსთავში გადაასვენეს.
თათია ჯინჯოლავა სენაკის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტაციას წარმოადგენდა, ის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე იყო. |
ბოლოს იგი ფინანსთა სამინისტროში მუშაობდა.
Facebook Comments Box