საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორ შეიძლება, საქართველომ სრულად არ დაუჭიროს მხარი უკრაინას, როგორ შეიძლება თქვენმა მთავრობამ არ დაგმოს რუსეთი, როგორც აგრესორი, – ამის შესახებ ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილმა მთავარსარდალმა, ბენ ჰოჯესმა განაცხადა.
ჰოჯესი გამოეხმაურა მოსაზრებას, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს საქართველოში ომი სურთ, ასევე აშშ-ის საელჩოსა და ელჩის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს.
„ეს არის სრული აბსურდი. კელი დეგნანი არის ერთ-ერთი საუკეთესო დიპლომატი, პროფესიონალი და ჩვენ ვამაყობთ მისით. აშშ-ის საელჩოს დადანაშაულება და კრიტიკა სრულიად აბსურდულია. გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობა არ გმობს რუსეთს, როგორც აგრესორს. საქართველოს მომავალი მაშინვე გაუმჯობესდება, როგორც კი უკრაინა დაამარცხებს რუსეთს და ვფიქრობ, მთავრობამ უნდა უზრუნველყოს ისტორიის სწორ მხარეს დგომა“, – აღნიშნა ბენ ჰოჯესმა.