სამართალი

სოსო გოგაშვილის მეუღლე აცხადებს, რომ იტყვის, ვინ მიდიოდა მათ ოჯახში და რას სთავაზობდა

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილის ოჯახი მხილების ახალ სერიას აანონსებს.

გოგაშვილის ოჯახი აცხადებს, რომ ყველა იმ პირის დასახელებას აპირებს, ვინც გაჩუმების სანაცვლოდ დიდ ფულს და სამსახურს სთავაზობდა.

მათი თქმით, მხილების ახალი სერია სასამართლოში მოხდება, სადაც 20 ოქტომბერს დაკავებული მაღალჩინოსნის საქმის არსებითი განხილვა იწყება.

ამასთან გოგაშივლის მეუღლე, თეა მარტყოფლიშვილი “ტვ პირველთან” ამბობს, რომ სავარაუდოდ მის მეუღლეს ბრალს კიდევ დაუმძიმებენ.

„დაველოდები 20 ოქტომბერს, შევხედავ რას იზამენ, რა მუხლით დაუმძიმებენ ბრალს და შემდეგ აუცილებლად დავასახელებ სახელებს და გვარებს, თუ ვინ მოდიოდა ჩემს ოჯახში და რას სთავაზობდნენ სოსო გოგაშვილს” – აცხადებს თეა მარტყოფლიშვილი. 
სოსო გოგაშვილის შვილი კი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს:

მამაჩემი ნამდვილად არ არის უსაფრთხოდ, ისევე როგორც ჩემი ოჯახის სხვა წევრები.ჩვენი მოთხონაა ხარვეზები აღარ დაფიქსირდეს რუსთვის მე-12 დაწესებულებაში და მამაჩემი 24 საათის განმავლობაში იყოს ვიზუალური მეთვალყურეობის ქვეშ”- განაცხადა ნინი გოგაშვილმა.     

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,228 ნახვა
%d bloggers like this: