განათლება

კახა ბექაური- მედიასკოლამ  2020 წელს 150-მდე მედიის წარმომადგენელი  გადაამზადა

Nusagi

„მედიასკოლა დამწყები და მოქმედი მედია მენეჯერებისთვის, პროდიუსერებისა და ჟურნალისტებისთვის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სემინარებსა და მასტერკლასებს ატარებს.მედიასკოლამ 2020 წელს ქართველი და უცხოელი ექსპერტების ტრეინინგებითა და სემინარებით 150-მდე მედიის წარმომადგენელი გადაამზადა. ტრენინგები და სემინარები  ჩატარდა ისეთ თემებზე, როგორიცა:  აღქმის და კომუნიკაციის ფსიქოლოგია, პროპაგანდის ხერხები და შინაარსის მანიპულაციის მექანიზმები, აუდიო და ვიზუალური თხრობა, მიუკერძოებლობის სტანდარტები, დეზინფორმაციასთან ბრძოლის ევროპული გამოცდილება და სხვა“- განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე  კახა ბექაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კომისიის 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.

კახა ბექაურმა ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით მედიაკადემიის პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მედიააკადემია სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს. კახა ბექაურმა ასევე მედიააკადემიის პროექტ მასტერკლასზე ისაუბრა.

„2020 წელს, როდესაც პანდემიის  პირველი წელი იყო მედიაკადემიამ დაიწყო პროექტი მასტერკლასი. ეს არის ონლაინ ლექციები იმის შესახებ, როგორი იქმნება მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტი.  ლექციებიკი  უფასოა ყველასთვის, ვისაც ჟურნალისტიკა აინტერესებს. საინტერესოა, რომ 5  ავტორის ონლაინ ლექციებს 2020 წელს 625,000-ზე მეტი მომხმარებელი გაეცნო“,- განაცხადა კახა ბექაურმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,246 ნახვა
%d bloggers like this: