გაზეთ La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში „ლივერპულის“, „ნაპოლისა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა მწვრთნელმა, რაფაელ ბენიტესმა განაცხადა, რომ ამჟამად ხვიჩა კვარაცხელია იტალიაში, ალბათ, საუკეთესო ფეხბურთელია.
„ბევრი მას ჯერ კიდევ არ იცნობს, მაგრამ ხვიჩა კვარაცხელია, ალბათ, იტალიაში ამჟამად საუკეთესო ფეხბურთელია“, – აღნიშნა რაფაელ ბენიტესმა, რომელმაც 2005 წელს „ლივერპულს“ ჩემპიონთა ლიგა მოაგებინა.
რაფაელ ბენიტესის თქმით, ჩემპიონთა ლიგის დღევანდელ თამაშში „ლივერპულისთვის“ მთავარი საშიშროება ხვიჩა კვარაცხელია იქნება.
„ის მხოლოდ 21 წლისაა, მაგრამ შესანიშნავი ნიჭი აქვს და ის ფაქტი, რომ იტალიაში ასე კარგად თამაშობს, ხაზს უსვამს მის მენტალიტეტს“, – განაცხადა მან.
Facebook Comments Box