პოლიტიკა

კახა კალაძე: დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება

Nusagi

ძალიან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ის დათქმები, რომლებიც ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს, არ არის მხოლოდ ხელისუფლების გასაკეთებელი. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ოპოზიცია ჩაერთოს და მნიშვნელოვანია, მათაც გაიზიარონ ის გასაკეთებელი რეფორმები, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე გუშინ ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებებს. თბილისის მერის თქმით, დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება.

„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს პუნქტები ძირეულად იყოს შესრულებული და მე, როგორც ხელისუფლების ერთ-ერთ წარმომადგენელს გამიხარდება, თუ ამ ყველაფერში ოპოზიციის წარმომადგენლები ჩართულები იქნებიან. თუმცა ისეთ განცხადებებს ვუსმენთ და ისეთი რადიკალიზაცია არის მათი მხრიდან, რომ ძალიან დიდი ეჭვებია იმასთან დაკავშირებით, შეძლებენ თუ არა ისინი ამ ყველაფერში ჩართულობას.

დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ მოხდება. ჩვენ გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და გამოვთქვით მზაობა და გუშინაც გაჟღერდა პრემიერის მხრიდან ამასთან დაკავშირებით მესიჯები, რომ მზად ვართ, კიდევ ერთხელ გავხსნათ კარი და ოპოზიციას ჩართულობის შესაძლებლობა ჰქონდეს, თუმცა რას ვისმენთ ჩვენ ამ დღის განმავლობაში?! რიგგარეშე არჩევნებს, ისევ პოლარიზაცია, ისევ რადიკალიზაცია. უბრალოდ შეუძლებელია ამ ადამიანებთან ამ ფორმით თანამშრომლობა“, – განაცხადა კალაძემ.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატს სტატუსის მოპოვება ხანგრძლივი პროცესია.

„ძალიან რთული გზაა, გვჭირდება რეფორმების განხორციელება. არაერთი განცხადება მოვისმინეთ ევროპელი ლიდერებისგან, რომ ათწლეულებზეც არის საუბარი სტატუსის მიღებაზე და ასევე გაწევრიანებაზე იმ დიდ ოჯახში, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ეს ძალიან კარგად გვაქვს გააზრებული“, – აღნიშნა მერმა.

საქართველოს დელეგაციამ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაზე არა მარტო მთავრობამ, არამედ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა იმუშაოს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,787 ნახვა
%d bloggers like this: