უცხოური მედია

Reuters: აშშ-სა და ევროკავშირში რუსული ფერადი ლითონების იმპორტი გაიზარდა

Nusagi

ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდეს რუსეთისგან სამრეწველო ლითონების შეძენა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ვაჭრობის შესახებ გაერო-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან ივნისის ჩათვლით, 70%-ით გაიზარდა რუსეთიდან აშშ-სა და ევროკავშირში ფერადი ლითონების, ალუმინის და ნიკელის იმპორტი და 1.98 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დასავლეთის სახელმწიფოების მიერ რუსეთისთვის უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებული სანქციები სამრეწველო ლითონებს ნაკლებად შეეხო. უკრაინის ხელისუფლება მსოფლიოსგან დიდი ხანია ითხოვს, რუსეთთან ნებისმიერი სახის სავაჭრო ურთიერთობის შეწყვეტას.

ფერადი ლითონების იმპორტის გაზრდის შესახებ Reuters-ის შეკითხვის პასუხად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა სანქციების გაფართოება არ გამორიცხა. სააგენტომ ვერ მიიღო კომენტარი ევროკომისიისგან.

როგორც Reuters-ი წერს, დასავლეთი სირთულეებს განიცდის რუსეთის ეკონომიკაზე ზეწოლის მხრივ, რადგან მან მოსალოდნელზე უკეთესი შედეგი აჩვენა და ნავთობის გაყიდვით მიღებული მაღალი შემოსავალი სანქციების შედეგების კომპენსირებაში ეხმარება.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,133 ნახვა
%d bloggers like this: