უცხოური მედია

დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ, გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზი გახდა

დედოფალ ელიზაბედ II-ის გარდაცვალებისთანავე, მისი ვაჟი, პრინცი ჩარლზი გაერთიანებული სამეფოს მეფე გახდა.

კლარენს ჰაუსმა დაადასტურა, რომ პრინცი ჩარლზი მეფე ჩარლზ III-ის სახელით იქნება ცნობილი.

სამეფო პრესსპიკერის ცნობით, მეფე ჩარლზ III ხვალ მოსახლეობას მიმართავს.

ამ წელს, ჩარლზი უკვე ასრულებდა დედოფლის ზოგიერთ მოვალეობებს, რადგან ელიზაბედ II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას არ იძლეოდა.

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლის ასაკში გარდაიცვალა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,645,018 ნახვა
%d bloggers like this: