პოლიტიკა

ვლადიმერ ბოჟაძე: ვიოლა, ქართველი ხალხი უკეთესს რომ იმსახურებდა, იმიტომაც გაუშვა შენი საყვარელი ,,ნაცმოძრაობა” პოლიტიკურ მოუსვლელში, ხოლო მათი ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნების ერთ-ერთი გარანტი ირაკლი კობახიძეა

Nusagi

,,ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი არის არა საქართველოს, არამედ ,,ნაციონალური მოძრაობის” მეგობარი, თანაც უკვე ძალიან დიდი ხანია, სწორედ ამიტომ შესტკივა გული დამნაშავე რეჟიმის დაპატიმრებულ ლიდერებზე, ხან მიხეილ სააკაშვილის ნახვა სწყურია და ხან ნიკა გვარამიასი,”- ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას.

როგორც ბოჟაძე წერს, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში დაბრუნების ერთ-ერთი გარანტი, სწორედ ირაკლი კობახიძეა.

,,ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი არის არა საქართველოს, არამედ ,,ნაციონალური მოძრაობის” მეგობარი, თანაც უკვე ძალიან დიდი ხანია, სწორედ ამიტომ შესტკივა გული დამნაშავე რეჟიმის დაპატიმრებულ ლიდერებზე, ხან მიხეილ სააკაშვილის ნახვა სწყურია და ხან ნიკა გვარამიასი, მანამდე სხვა ნაცჯალათებსაც ხშირად სტუმრობდა საკანში. ჩემო ვიოლა, საწყალი საქართველო და ქართველი ხალხი უკეთესს რომ იმსახურებდა იმიტომაც გაუშვა შენი საყვარელი ,,ნაცმოძრაობა” 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის თაოსნობით პოლიტიკურ მოუსვლელში, ხოლო მათი ხელისუფლებაში არასდროს დაბრუნების ერთ-ერთი გარანტი ირაკლი კობახიძეა, დიახ, ვერასდროს დაბრუნდებიან თქვენთვის ძვირფასი ნაცრეჟიმი, ვერასდროს! საქართველოში იქნება მხოლოდ მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, ჩვენი ქვეყნის მტრების ჯინაზე! ახლა ჯერ მაღლა აფრინდით და მერე დაეშვით ყველაზე ქვემოთ, სწორედ იქ სადაც თქვენი ქართველი მეგობრები გელოდებიან!” – წერს ბოჟაძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,204,914 ნახვა
%d bloggers like this: