პოლიტიკა

გია აბაშიძე: პარტიის მოღალატე, საკუთარი ოჯახისგანაც შერცხვენილი, წარმავალი კონგრესმენი ადამ კინზინგერი უაზროდ ცდილობს ჩვენი ხელისუფლების დამუნათებას

“რესპების” აუტსაიდერმა კინზინგერმა ვერც კი გაბედა, რომ ხელახლა ეყარა კენჭი კონგრესში, იმდენად რეპუტაციაშელახულია. ეს რომ ‘ტვიტერში’ საერთაშორისო თემებზე წერს, ამომრჩევლები ილინოისის შტატიდან მუდმივად ახსენებენ – ჯერ საკუთარ საარჩევნო ოლქს მიხედე!” – ასე ეხმიანება ანალიტიკოსი გია აბაშიძე ადამ კინზირგერის განცხადებას.

როგორც აბაშიძე წერს, კინზინგერი ტყუილად ცდილობს ჩვენი ხელისუფლების კრიტიკას.

,,აშშ-ის ‘რესპუბლიკული’ პარტიის მოღალატე, საკუთარი ოჯახისგანაც შერცხვენილი, წარმავალი კონგრესმენი ადამ კინზინგერი უაზროდ ცდილობს ჩვენი ხელისუფლების დამუნათებას. კანონზომიერებად იქცა, რომ ნებისმიერი აქაური თუ უცხოელი მარგინალი აკრიტიკებს საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას. ‘რესპების’ აუტსაიდერმა კინზინგერმა ვერც კი გაბედა, რომ ხელახლა ეყარა კენჭი კონგრესში, იმდენად რეპუტაციაშელახულია. ეს რომ ‘ტვიტერში’ საერთაშორისო თემებზე წერს, ამომრჩევლები ილინოისის შტატიდან მუდმივად ახსენებენ – ჯერ საკუთარ საარჩევნო ოლქს მიხედე! ამიტომაც არ მონაწილეობს 8 ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებში. Shameful traitor & loser!” – წერს აბაშიძე.

ცნობისთვის, ადამ კინზინგერმა ტვიტერზე ქართველებს მიმართა: „თუ თქვენი ქართული ლეგიონი არ შთაგაგონებთ რუსეთის გავლენის და მისი აქტორების მთავრობიდან და საზოგადოებიდან განდევნას, არ ვიცი, რა იქნება. ვამაყობ ქართული ლეგიონით“.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,661 ნახვა
%d bloggers like this: